სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ,,Umweltschuzt” გარემოს დაცვა

პროექტის მთავარი იდეა: გარემოს დაცვა გლობალური დაბინძურებისაგან. თითოეული ადამიანის მცირეოდენი წვლილი გარემოს დაცვაში.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეების ყოველდღიური ქმედების გაანალიზება გარემოს დაცვაში და კონკრეტული წვლილის შეტანა ამ პრობლემის გამოსწორებაში. მოსწავლეები აანალიზებენ პრობლემას, რომელიც დღეს ძალზედ აქტუალურია და მსჯელობენ ამ საკითხის ირგვლივ. აღნიშნავენ ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ გარემოს, ჰაერის/წყლის დაბინძურებას.  

პროექტის მიზნები: სუფთა და სასიამოვნო გარემოში ცხოვრება. დააფიქროს მოსწავლეები
ლოკალური გარემოს დაბინძურებაზე და შესაძლო ლოკალურ გეგმაზე. ბავშვების შეკრება და ტერიტორიების დასუფთავება. შეკრება/მსჯელობა და აქტუალური საკითხების განხილვა. შესაბამისი სამსახურების მოწვევა. ჩვენს ირგვლივ არსებული, გარემოს დაბინძურების პრობლემის, გადაჭრის გზების პოვნა და იმის შესაძლებლობის განხილვა, რომ ეს ნარჩენები გამოყენებული იქნას მრეწველობასა და წარმოებაში და შეიქმნას უფასო ნედლეულით მეორადი პროდუქტი.

მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი

ვადები/ხავგრძლივობა: 7–10 დღე

მოსალოდნელი შედეგები: შესაძლოა ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადება გაითვალისწინოს რომელიმე ფირმამ ან დასუფთავების სამსახურმა.

პროექტისათვი საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოები, სურათები, ფორმატის ქაღალდები სათანადო პლაკატების /ილუსტრაციების დასამზადებლად, მცირეოდენი დაფინანსება, კომპიუტერი (ინტერნეტი).

პროექტის მსვლელობა: 
1. თემის გაცნობა
მოსწავლეებს წინასწარ ვაწვდი ინფორმაციას თემის შესახებ, მაგ: რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა თითოეული ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში: გარემოს დაბინძურების რა სახეობებია გავრცელებული მსოფლიოში.
დაფაზე დაწერილ სიტყვას ,,Umveltschuzt”, ლოკალურად უკავშირებენ სიტყვებს, რაც აზრად მოუვათ მაგ: Luftverschmutzung, Autoabgaze, Umveltvergiftung, Industrie… აღნიშნავენ კავშირებს სიტყვებს შორის. მოსწავლეები ეცნობიან ტექსტქბს და პასუხობენ შეკითხვებს.

  • Worauf   mussen die Menschen verzichten um die Umwelt zu bevaren?
  • Welche Gefah bereitet uns die weitere Verschmutzung der Umvelt?
  • Nennen Sie bitte die Hauptquellen der Umweltverschmutzung?
  • Was tun sie fur die Umvelt?
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს თემასთან დაკავშირებით, ყვებიან საკუთარი გამოცდილების შესახებ გარემოს დაცვის დარგში, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს/აზრებს.
2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში, ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება, აქტივობების განხორციელება, პრეზენტაციის გაკეთება.


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გერმანული.


უცხ.ს.V.23 მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტქბს.

  • გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ:
  • ახდენს ცოდნისა უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად; 
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
უცხ.ს.V.24. მოსწავლეები ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ტექსტქბს შემდგომი გამოყენებისათვის (მაგ: მასალის მოძიება–შეგროვება სასკოლო პროექტების განსახორციელებლად).

  • აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ: თანაგუნდელებისთვის);
  • შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ორ–სამსიტყვიან განმარტებას თითოეულ მათგანზე:
  • თარგმნიან მცირე ზომის ინფორმაციულ, შემეცნებით ტექსტებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მ. იმნაიშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mimnaishvili07@gmail.com